სოფელ დარჩელში 15 წლის ბიჭს ეძებენ – რა ვითარებაში გაუჩინარდა მოზარდი

15 წლის ბიჭს, რომელიც მდინარე ჯუმთან საქონელს მწყემსავდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ამ დრომდე ეძებენ.
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდინარე ჯუმში ჩავარდნილ მოზარდს ეძებენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, 15 წლის ბიჭი მდინარესთან საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია.

სოფელ დარჩელში 15 წლის ბიჭს ეძებენ – რა ვითარებაში გაუჩინარდა მოზარდი

ადგილზე ასევე იმყოფებიან ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და მისი მოადგილე გიგა ფარულავა.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. პროცესს ართულებს ის, რომ კოკისპირული წვიმების გამო მდინარეში წყლის დონე მნიშვნელოვნად მომატებულია. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

ნიკა ლატარია