მსოფლიო დღეს

გაუჩერებლად ეფერებოდა: ავარიაში დაღუპული კენგურუს მეწყვილეს სულისშემძვრელი ფოტო გადაუღეს

ცხოველები თავიანთი განცდებითა და ოჯახის წევრებისადმი ერთგულებით ძალიან ჰგვანან ადამიანებს, რისი დასტურიც ფოტოზე აღბეჭდეს ავსტრალიელმა ცხოველთა დამცველებმა.
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. კენგურუები ძალიან მგრძნობიარე და ერთგული ცხოველები არიან, განმარტა ავსტრალიის კენგურუების დაცვის საზოგადოების პრეზიდენტმა ნიკი სატერბიმ.

​მისი თქმით, კენგურუები, როგორც წესი, იცავენ თავიანთ ოჯახს და მძიმედ გადააქვთ რომელიმე წევრის სიკვდილი.

ეს განმარტება სატერბიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნის მახლობლად დედალი კენგურუ დაიღუპა ავტომობილის დაჯახების შედეგად.

შემთხვევის ადგილზე მისულმა მოხალისეებმა აღმოაჩინეს ხვადი კენგურუ, რომელიც მკვდარი მეწყვილის სხეულზე იყო დახრილი და შეუჩერებლად ეფერებოდა თათით.

ძაღლი გარდაცვლილ პატრონს სამი თვე ელოდა საავადმყოფოს წინ – ფოტო>>

დაღუპული კენგურუს ჩანთაში ცხოველთა დამცველებმა ექვსი თვის ნაშიერი აღმოაჩინეს. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს თავშესაფარში სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, მაგრამ პატარამ ვერ გაუძლო ავარიით მიყენებულ დაზიანებებს და მალე ისიც დაიღუპა.