გასაოცარი დემოკრატია: პრეზიდენტობის მსურველი ორიგინალური პერსონები

Sputnik

როგორც ცნობილია, აშშ-ში ქვეყნის პრეზიდენტად არჩევის რეალური შანსი მხოლოდ ორი პარტიის — რესპუბლიკელებისა და დემოკრატების წარმომადგენლებს აქვთ. ამერიკის ისტორიაში ძალიან ცოტა ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც სხვა პარტიისა თუ სულაც უპარტიო კანდიდატს მიუღია ხმების დიდი რაოდენობა. ამ მხრივ რეკორდსმენი იყო ბიზნესმენი როს პერო 1992 წელს, რომელმაც ელექტორატის 19%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ საბოლოოდ წარმომადგენელთა კოლეგიამ მას არც ერთი ხმა არ მისცა.

მიუხედავად ამისა, ამერიკის ლიდერის სავარძლის დაკავების მსურველები ყოველთვის საკმარისად ბევრნი იყვნენ, მათ შორის მეტად უცნაური პერსონებიც. წელს ასეთთა რიცხვში აღმოჩნდა კიმ კარდაშიანის მეუღლე, რეპერი კანიე უესტი.

1 / 10
ამერიკული დემოკრატია მართლაც გასაოცარია. სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ზოგჯერ ორიგინალური კანდიდატები იყრიან კენჭს. ფოტოზე გამოსახულია ვერმინ სუპრიმი (ცენტრში) დემოკრატიული პარტიის საკლუბო ვახშამზე 2020 წელს
2 / 10
ამერიკელი რეპერი ჰკანიე უესტი აპირებს, დამოუკიდებელი კანდიდატის სახით მიიღოს მონაწილეობა აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში
3 / 10
მანამდე უესტი ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას 2024 წლისთვის გეგმავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გეგმები შეეცვალა და წელს მოისურვა არცევნებში ჩართვა
4 / 10
1997 წელს ირლანდიაში პოლიტიკური კაზუსი მოხდა: საპრეზიდენტო არჩევნების ათასობით ბიულეტენი ბათილად ცნეს, ვინაიდან ამომრჩევლები მათში წერდნენ სახელს Dustin The Turkey, რომელსაც ისინი ხმას აძლევდნენ. დასტინმა ამის შემდეგ საკუთარი პოლიტიკური პარტია Fianna Fowl–ი ჩამოაყალიბა
5 / 10
1996 წელს აშშ–ისა და მექსიკის პრეზიდენტად კენჭს იყრიდა სუპერბარიო გომესი — პუტკუნა სუპეგმირი ოქროსფერ–წითელი სამოსით
6 / 10
ვლადიმირ ფრანცი — ჩეხი მხატვარი, კომპოზიტორი და პარიზის ხელოვნების აკადემიის პედაგოგი ჩეხეთის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს 2013 წელს იყრიდა, მაგრამ პირველ ტურში საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვა

7 / 10
ჯელო ბიაფრა — ამერიკის მწვანეთა პარტიის წევრი პროგრესული საგადასახადო სისტემისა და ლიბერტარიანული სოციალიზმის მომხრე
8 / 10
რეპერმა ვაკა ფლოკა ფლეიმმა 2015 წლის 20 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. გამარჯვების შემთხვევაში რეპერი პირველ რიგში მარიხუანის ლეგალიზებას აპირებდა.
9 / 10
კიევის მერის პოსტის კანდიდატი დარტ ვეიდერი პუბლიკას თავის ახალ სამუშაო კაბინეტს წარუდგენს, რომელიც კოსმოსური სამეფო ტახტითაა აღჭურვილი
10 / 10
ფლორიდელი ჯონათან შარკი პრეზიდენტობის მარადიული კანდიდატი იყო, მაგრამ 2011 წელს კინემატოგრაფში გადაწყვიტა გადანაცვლება