საქართველოდან სამშობლოში აზერბაიჯანის 200 მოქალაქე ბრუნდება

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლების თანხლებით ევაკუირებული მოქალაქეები საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სინიგ ქორფუს“ მიმართულებით მიემგზავრებიან.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. აზერბაიჯანის 200 მოქალაქე თბილისიდან ოთხი სპეციალური ავტობუსით აზერბაიჯანში გაემგზავრა, წერს „Sputnik–აზერბაიჯანი“.

აზერბაიჯანელები მიემართებიან საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სინიგ ქორფუს“ მიმართულებით. მათთან ერთად არიან საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლები.

კორონავირუსი საქართველოში: კვლავ ნახტომისებრი ზრდა ბოლო დღე-ღამეში

გასულ შაბათს ევაკუირებულმა მოქალაქეებმა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს. ინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა.

აზერბაიჯანში ჩასვლის შემდეგ ამ ოთხი ავტობუსის მგზავრებს კარანტინში არ მოათავსებენ.

ისინი თავისუფლად გადაადგილების უფლებას ერთი დღით მიიღებენ, რათა ჩავიდნენ იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობენ.

საქართველომ საზღვარი აზერბაიჯანთან 27 თებერვალს დაკეტა, მას შემდეგ, რაც პირველი ინფიცირებული გამოვლინდა. ის საქართველოში სწორედ აზერბაიჯანიდან შემოვიდა.