ყვითელი ამბები

„ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე...“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ემოციურ განცხადებას ავრცელებს

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ტელეწამყვანს დედა გარდაეცვალა. ნახეთ, რას წერს ჟურნალისტი.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ცნობილ ჟურნალისტს ნანუკა ჟორჟოლიანს დედა გარდაეცვალა. ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ემოციურ განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც ჟურნალისტის სტატუსიდან ირკვევა, დარეჯან დაუშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა, რომლის შესახებაც ოჯახმა ხუთი თვის წინ გაიგო.

„ყველას ჰგონია, რომ დედა ყველაზე კარგი ჰყავს მთელ სამყაროში. ასე მგონია მეც. ხოდა მთელ სამყაროში ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე. ვერ ვუშველე. 5 თვის წინ დაგვისვეს უმძიმესი დიაგნოგი. წავედით, წამოვედით. იტანჯა, იომა, ყველაფერი მოვასწარით ამ 5 თვეში, მე – დაობლებაც კი“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჟურნალისტმა ივლისის დასაწყისში საზოგადოებას სთხოვა ელოცათ მისი დედისთვის. ამ დროს გაიგო მისმა მეგობრების დიდმა ნაწილმაც, რომ ნანუკას დედა ავად იყო.

ცნობილი ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრებით გამოირჩევა. ნანუკა ჟორჟოლიანის პირად სივრცეს კარიერის დაწყებიდან აქტიურად განიხილავენ. ნანუკა ჟორჟოლიანს მშობლებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. ამბობს, რომ მამა სიმკაცრით გამოირჩევა და მას ძალიან ჰგავს.

ექსტრავაგანტული ჟურნალისტი ბევრი ადამიანის ყურადღებას მარტივი ხერხით იქცევს. ჟორჟოლიანი ენერგიით და განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევა. მას ორი ყოფილი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ოჯახის დანგრევის შემდეგ მისი ცხოვრება დეპრესიებმა და აკვიატებულმა, პანიკურმა ფიქრებმა მოიცვა, რის გამო ჟურნალისტი მკურნალობდა კიდეც.

ნანუკა პირველად სტუდენტობისას დაოჯახდა. პირველ ქალიშვილთან ერთად ლექციებს ესწრებოდა და გადაღებებზე დადიოდა. იხსენებს, რომ პირველი ოჯახის დანგრევის წინააღმდეგი მამა იყო, რომელსაც ირგვლივ მყოფთა რეაქციების ერიდებოდა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ხმამაღლა არაერთხელ ისაუბრა საკუთარ გადაცემასა და სხვა თოქ-შოუებში.