ფრთხილად ხარია! – რუსთავში პირუტყვი ბავშვებს თავს დაესხა

აგრესიული ხარის დამშვიდება და საძოვარზე დაბრუნება საპატრულო პოლიციას მოუწია, რომელიც ადგილობრივებმა გამოიძახეს.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. რუსთავში ხარი ასაკოვან ქალს და ბავშვებს თავს დაესხა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა სოფელ ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ხარი, რომელიც აგრესიული იყო, მწყემსს საძოვრიდან გამოექცა და დასახლებაში სათამაშო მოედანზე მყოფ ბავშვებს გამოეკიდა. ერთ-ერთმა ბავშვმა გაქცევისას ფეხი და სახე დაიზიანა. იგი საავადმყოფოშია მოთავსებული. მსუბუქად დაშავდა კიდევ ერთი ბავშვი, თუმცა, მას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია.

მომხდარის გამო შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.