ფოთისა და ურეკის სანაპიროზე წყალმცენარეები და ხავსი გაჩნდა – სპეციალისტების განმარტება

ხავსი სანაპიროზე შეიძლება არაესთეტიკურია, მაგრამ ზღვის წყლის ხარისხზე მას გავლენა არ მოუხდენია, აცხადებს ფოთის ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორი.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ფოთის სანაპიროზე წყალმცენარეების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით ჩატარებულმა ზღვის წყლის კვლევებმა აჩვენა, რომ წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

ფოთისა და ურეკის სანაპიროზე წყალმცენარეები და ხავსი გაჩნდა – სპეციალისტების განმარტება

სინჯები წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით აიღეს.

ფოთის ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორის გია რუხაძის განცხადებით, წყალმცენარეებსა და ხავსს ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე გავლენა არ მოუხდენია.

„ზღვა უსაფრთხოა. ხავსი რამდენად მისაღებია მცხოვრებლებისთვის, ეს სხვა თემაა, მაგრამ თავად ზღვის წყლის ხარისხი არ გაუარესებულა", – განაცხადა რუხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“.

გასულ კვირაში გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ, ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეების ამსახველი ფოტოები.

უჩვეულო მოვლენის შესწავლას სააგენტოს სპეციალისტები შეუდგნენ.