თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საყრდენი პუნქტი გაანადგურეს, საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
„ღამის ბრძოლებში ჩვენი ქვედანაყოფების ზუსტი ცეცხლით, არტილერიის, ნაღმმტყორცნებისა და ტანკების გამოყენებით, განადგურდა მოწინააღმდეგის საყრდენი პუნქტი, საარტილერიო დანადგარები, საავტომობილო ტექნიკა და ცოცხალი ძალა“, — აცხადებენ სამინისტროში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრძოლებში დაიღუპა უფროსი ლეიტენანტი რაშად მაჰმუდოვი.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მანამდე სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანულ პოზიციებს ნაღმმტყორცნებით ცეცხლი გაუხსნეს.
უწყების განმარტებით, ამ დროისათვის ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანელი სამხედროები აკონტროლებენ.
ოფიციალური ერევანი, თავის მხრივ, მანამდე აცხადებდა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ორშაბათს, დილით სომხურ პოზიციებზე საარტილერიო შეტევა მიიტანა. ამასთან, ერევნის მონაცემებით, სომხეთს ღამის ბრძოლაში ცოცხალი ძალა არ დაუკარგავს.