თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. დღეს დილით შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:54 საათზე სოფელ ლევიტანასთან დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.
მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.