თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. დასრულდა მსოფლიოში პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევები, რომელიც რუსეთის სეჩენოვის სახელობის უნივერსიტეტში მოხალისეებზე ჩატარდა, განუცხადა РИА Новости-ს სეჩენოვის უნივერსიტეტის ტრანსლაციური მედიცინისა და ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორმა ვადიმ ტარასოვმა.
შეგახსენებთ, რომ ამ პრეპარატის კლინიკური გამოცდები მოხალისეებზე 18 ივნისს დაიწყო. კვირას დილით ცნობილი გახდა, რომ კვლევები წარმატებით დასრულდა.
მოხალისეები ორ ჯგუფად დაყვეს: პირველ ვაქცინის ერთი დოზა მისცეს, მეორეს - ორი. როგორც სეჩენოვის უნივერსიტეტის სამედიცინო პარაზიტოლოგიის, ტროპიკულ და ტრანსმისიურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრ ლუკაშევმა, ვაქცინაციის შემდგომ პირველ დღეებში მათ აღენიშნებოდათ ტემპერატურის მომატება, სხვა ნეგატიური რეაქციები არ დაფიქსირდა.
„ამ ეტაპზე სახეზეა ვაქცინის უსაფრთხოება... ვაქცინის უსაფრთხოება დადასტურდა. ის შეესაბამება იმ ვაქცინების უსაფრთხოებას, რომლებიც ამჟამად ბაზარზე არსებობს“, - განაცხადა ლუკაშევმა.
მოხალისეების გაწერა 15 და 20 ივლისს იგეგმება, მედიკოსები მათ მდგომარეობას მომავალშიც დააკვირდებიან.
ვაქცინის შემუშავების შემდგომი გეგმა შემქმნელის სტრატეგიის შესაბამისად განისაზღვრება, როგორც ლუკაშევმა განმარტა, მასზე სხვა ყველაფერთან ერთად ეპიდსიტუაცია მოქმედებს.
ველოდებით შედეგს: ჯანმო COVID-19-ის რუსული ვაქცინით დაინტერესდა >>
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი ვაქცინა, რომელიც გამოცდას გადის: ცენტრი „ვექტორი“ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას ადამიანებზე ივლისში დაიწყებს.