მუხიანში აფეთქება მოხდა: ერთი ადამიანი დაიღუპა

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ერთსართულიან შენობაში მამაკაცის ცხედარი დახვდათ. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია
Sputnik

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. თბილისში, მუხიანის დასახლებაში აფეთქების შედეგად 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება პირველი არხი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.

ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ერთსართულიან შენობაში მამაკაცის ცხედარი დახვდათ. შემთხვევის შედეგად ხანძარი არ გაჩენილა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თუ რა გახდა შემთხვევის მიზეზი, გამოძიება დაადგენს.