მსოფლიო დღეს

ახალი და უცნობი პნევმონია ყაზახეთში: ინფიცირებულია 500 ადამიანი

ჩინეთის საელჩო ყაზახეთში ირწმუნება, რომ ახალი დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა ბევრად მაღალია, ვიდრე COVID-19-სგან.
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ყაზახეთის სამ ოლქში ახალი უცნობი პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, გააფრთხილა ჩინეთმა საკუთარი მოსახლეობა. შესაბამისი განცხადება ყაზახეთში ჩინეთის საელჩოს საიტზეა გამოქვეყნებული.

სხვა კორონავირუსი: უახლოეს წლებში მეცნიერები ახალ დაავადებას ელოდებიან

საელჩო ეყრდნობა მასმედიით გავრცელებულ მონაცემებს და ირწმუნება, რომ ჯერ კიდევ გამოუკვლეველი პნევმონიის შემთხვევები ივნისის შუა რიცხვებიდან მკვეთრად გაიზარდა ქვეყნის სამ ოლქში. ამასთან, განცხადებაში ხაზი აქვს გასმული, რომ ახალი დაავადებით სიკვდილიანობა ბევრად მაღალია, ვიდრე COVID-19-სგან.

დიპლომატები ასევე ირწმუნებიან, რომ ამ მომენტისთვის თითქმის 500 ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან 30-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

პეკინმა მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან სიფრთხილის ყველა ზომა და თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს.

ბუბონური შავი ჭირი ჩინეთში: ხელისუფლება სპეციალურ რეკომენდაციებს გასცემს>>

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას უცნობი პნევმონიის შემთხვევების შესახებ.

ამასთან, კორონავირუსით ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის გამო 5 ივლისს ყაზახეთში ორკვირიანი მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. შეწყვეტილია ავტობუსების მიმოსვლა რეგიონებში, აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, დახურულია ბაზრები, სილამაზის სალონები, კინოთეატრები, რელიგიური ობიექტები. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 55 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი.