ყვითელი ამბები

„ჩემი დის რჩეული მამაკაცის მიმართ გრძნობები მქონდა“ – ღვინიაშვილის სკანდალური აღიარება

ქართველ მოდელსა და ტელეწამყვანს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. განცხადება, რომელიც მან ერთ-ერთ გადაცემაში გააკეთა, საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. მოდელსა და ტელეწამყვან სალომე ღვინიაშვილს საკუთარი დის თათული ღვინიაშვილის რჩეული მამაკაცი შეუყვარდა. მოდელმა ეს განაცხადა გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“.

მოდელის თქმით, მაშინ დაახლოებით მეექვსე კლასში იყო, მისი და – მეცხრეში, და ძალიან მოსწონდა ბიჭი, რომელიც შემდეგ აღმოაჩინა, რომ მის დას უყვარდა.

„ერთხელ რომ მივედი სახლში, თათულის დღიურში ვნახე ამ ბიჭის ფოტო და გული, რითიც მივხვდი, რომ თათულის უყვარდა და ამის გამო გული ძალიან მეტკინა“, – გაიხსენა სალომე ღვინიაშვილმა.

„პრაიმ შოუს“ ტელეწამყვანი და მოქმედი დიზაინერი განსხვავებული გარეგნობითა და შარმით სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. არაორდინარულ Instagram-ის გვერდს უყურადღებოდ არავინ უვლის. სრულიად პატარა უეცრად გამოჩნდა ეკრანზე. ხუჭუჭა თმებმა, გრძელმა ფეხებმა, მოხდენილმა სიარულმა და მოკაშკაშე თვალებმა უამრავი ადამიანის ყურადღება ერთ-ერთი სარეკლამო რგოლიდან მიიპყრო.

წლების წინ დაწყებული კარიერა დღესაც წარმატებით მიიწევს წინ. სალომე სამოდელო სფეროს და პოდიუმს დაემშვიდობა, მაგრამ მოდის სფეროს არა. ის ახლა წამყვანი დიზაინერია და საკუთარი ბრენდი SALOMÈ რამდენიმე ხნის წინ შექმნა. აღსანიშნავია, რომ პოპულარული ტელეწამყვანი საკმაოდ ნიჭიერი დიზაინერი აღმოჩნდა. მისი სამოსი მოდურ ქალბატონებს მეტ თავდაჯერებულობას ჰმატებს.

სალომე პირველად ადრეულ ასაკში დაოჯახდა. მისი ახლად შექმნილი ოჯახი მალე დაინგრა. სალომეს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს. მის შვილებს შორის არც ისე დიდი ასაკობრივი სხვაობაა. როგორც ჩანს, უფროსი დათო და ტასო და ნიტა ხიზანიშვილები ერთმანეთს კარგად უგებენ და მეგობრობენ. სალომე უფროს ვაჟს დათუნას ეძახის, ის 18 წლისაა, ხოლო პატარა გოგონები – ტასო და ნიტა სალომეს და ვეტერანი ფეხბურთელის ზურა ხიზანიშვილის საერთო შვილები არიან. უფროსი ვაჟი დედასთან და მამინაცვალთან ერთად არც ისე ხშირად ჩანს. სავარაუდოდ, თინეიჯერს ობიექტივთან გამოჩენა არ უყვარს.