მსოფლიო დღეს

არასტანდარტული ანგარიში: ჯანმოს საქმიანობას სპეციალური კომისია შეისწავლის

სპეციალური კომისია არასტანდარტულ მოხსენებას ნოემბერში წარმოადგენს ჯანმოს წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქმნის ექსპერტთა დამოუკიდებელ ჯგუფს, რომელიც შეისწავლის მის საქმიანობასა და ასევე სხვა ქვეყნების მიერ გატარებულ ზომებს COVID-19-თან ბრძოლის კუთხით, განაცხადა ჯანმოს გენერალურმა მდივანმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მსოფლიოს 194 ქვეყნის წარმომადგენელთან ვირტუალურ შეხვედრაზე.

ტრამპმა თავისი გაიტანა: აშშ ჯანმოდან გადის – ცნობილი გახდა თარიღი

მისი თქმით, ჯგუფის ხელმძღვანელობას უკვე დაეთანხმნენ ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰელენ კლარკი და ლიბერიის ექს-პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სერლიფი. კომისიის მანდატი ჯანმოს წევრ ქვეყნებთან შეთანხმებით შემუშავდება.

როგორც მოსალოდნელია, შუალედურ მოხსენებას კომისია ნოემბერში წარმოადგენს ჯანმოს წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.

„ეს არ იქნება სტანდარტული ანგარიში, რომელიც შემდეგ თაროზე შემოიდება და დაიმტვერება. ეს არის ის, რასაც ჩვენ მთელი სერიოზულობით ვუდგებით“, — განაცხადა გებრეიესუსმა.

როგორც ცნობილია, ჯანმოს საქმიანობა პანდემიის დასაწყისიდან არის სერიოზული საერთაშორისო კრიტიკის საგანი. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი უკვე გააკეთა განცხადება შეერთებული შტატების მიერ ორგანიზაციის ოფიციალურად დატოვების შესახებ. მანამდე მან არაერთხელ დაადანაშაულა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთისადმი ლოიალობაში, სადაც პირველად იფეთქა კორონავირუსულმა ინფექციამ.