ლიფტის შახტში ჩავარდნილი გოგონას დაღუპვის საქმეზე მოზარდი დააკავეს

ამჟამად დგინდება წყალტუბოში მომხდარი უბედური შემთხვევის დეტალები, საქმეს, შესაძლოა, სხვა კვალიფიკაცია მიეცეს, ახლა კი გამოძიება მიმდინარეობს მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. წყალტუბოში 17 წლის გოგონას ლიფტის შახტში დაღუპვის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს, იუწყება პირველი არხი.

ორ დღეში ორი შემთხვევა: ლიფტის შახტში ექვსი წლის ბავშვი ჩავარდა

უბედური შემთხვევა 1 ივლისს ყოფილ სავაჭრო ცენტრ „მერცხალში“ მოხდა. გოგონა ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა.

დაკავებული მოზარდი ამ დროს მეგობრებთან ერთად შენობაში, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მას ამჟამად ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდება აქვს წაყენებული.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმისთვის სხვა კვალიფიკაცია არ მიუნიჭებიათ და გამოძიება ჯერჯერობით კვლავ „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.