„ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით": თორნიკე შენგელია „ცსკა“-ს კალათბურთელია!

მოსკოვის „ცსკა“-ში შენგელია ესპანეთის "ბასკონიიდან" გადავიდა, რომლის რიგებში 2014 წლიდან გამოდიოდა და გუნდის კაპიტანი იყო.
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ლიდერმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის „ცსკა“-სთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ნათქვამია „არმიელთა" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია

„ვფიქრობ, ჩვენ მშვენიერი სვლა გავაკეთეთ, ამიტომ მინდა ყველას მივულოცო, ვინც შენგელიას გადმოსვლასთან არის კავშირში. ასევე ვულოცავ თოკოს, რომელმაც „ცსკა“-ში თამაშის დიდი სურვილ გამოთქვა. ჩვენ მას მრავალი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ეს ტრანსფერი ბოლოს მაინც შედგა. იმედი მაქვს, რომ თოკო სხვა მოთამაშეებთან ერთად დაგვეხმარება ევროპული კალათბურთის უძლიერესი გუნდების რიცხში დავრჩეთ", – ასეთი კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა თორნიკე შენგელიას გადასვლასთან დაკავშირებით.

ბერძენმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ შენგელია ახლა კარგ ფორმაშია და ის უნივერსალური მოთამაშეა.

„ვიცი, გულშემატკივარს მისი ჩვენ რიგებში ნახვა გაუხარდება. ვფიქრობ, ისინი ხედავენ კლუბის განწყობას გამარჯვებაზე ორიენტირებული გუნდის შექმნის თაობაზე და გააგრძელებენ ჩვენ მხარდაჭერას", – დასძინა იტუდისმა.

საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად კალათბურთელმაც.

„ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადმოსვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდით და ბრწყინვალე მწვრთნელების ხელმძღვანელობით თამაშს. იმედი მაქვს, „ცსკა“-სთან ერთად ევროლიგასა და VTB ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ", – განაცხადა შენგელიამ.

მოსკოვის „ცსკა“-ში შენგელია ესპანეთის „ბასკონიიდან" გადავიდა, რომლის რიგებში 2014 წლიდან გამოდიოდა და გუნდის კაპიტანი იყო. 10 დღის წინ ქართველი კალათბურთელი ესპანეთის ჩემპიონი გახდა. „ბასკონიისთვის" ეს ტიტული 2010 წლიდან პირველია.