COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 22 ათასს აჭარბებს

პანდემიის დაწყებიდან აზერბაიჯანში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 22 464 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 13 591, გარდაიცვალა 284 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. გასულ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსის 548 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი, რომელთა COVID-19-ზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.

ამასთან, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში გამოჯანმრთელდა 491 ინფიცირებული.

რამდენად სარისკოა საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოშვება – ცერცვაძე განმარტავს

დღეისათვის აზერბაიჯანში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 22 464 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 13 591, გარდაიცვალა 284 ადამიანი.

ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობს 8 589 პაციენტი.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად ჩატარდა 544 735 ტესტი, აქედან 7 505 – გასულ დღე–ღამეში.