შორენა ბეგაშვილს 38 წელი შეუსრულდა და თაყვანისმცემლებს დაბადების დღის ულამაზესი ფოტოები დაუღალავად გაუზიარა. მის ოფიციალურ გვერდზე არ წყდება კეთილი სურვილები და მისალოცი ბარათები. შორენამ Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს უზარმაზარი ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი ვარდების ფონზე.
მეორე ფოტოზე შორენა უამრავი ვარდის და ბუშტის ფონზე დგას. სავარაუდოდ, საჩუქრების ავტორი მისი ახალი პარტნიორი – კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა ბარათელია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გრანდიოზული სიურპრიზი შორენას იუბილარ შვილს ევას გაუკეთა და ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა.
ბეგაშვილს, რომელიც „რადიო იმედზე“ გადაცემის „17:17 შორენა ბეგაშვილთან ერთად“ წამყვანია, კოლეგებმა სიუპრიზი მოუწყვეს და პირდაპირ გადაცემის მიმდინარეობისას ანთებული ტორტით შევიდნენ ეთერში. რადიოწამყვანისთვის სიურპრიზი მოულოდნელი აღმოჩნდა და ემოციები ვერ დამალა.
სააგენტო „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მოდელი ე.წ. კანონიერ ქურდზე, თურქეთში მცხოვრებ ლაშა ბარათელზეა შეყვარებული და სწორედ მის გამო დაანგრია ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან ფარულად შექმნილი ოჯახი. სააგენტოს ინფორმაციით, ბარათელი მოდელს ძვირადღირებული საჩუქრებით ნანაძესთან ქორწინების დროსაც ხშირად ანებივრებდა.
შორენა ბეგაშვილს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს. ის რომ მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა, საზოგადოებამ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ბეგაშვილმა იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობა გამოაქვეყნა.