ყვითელი ამბები

ვარდები მთელ სახლში და უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი – იუბილარი შორენა ბეგაშვილი დაინიშნა?

შარშანდელი იუბილესგან განსხვავებით, წელს შორენა ასაკის მატებას საყვარელი მამაკაცის გარეშე შეხვდა, თუმცა, სავარაუდოდ, ახალი შეყვარებულისგან ძვირადღირებული საჩუქრები მიიღო.
Sputnik

შორენა ბეგაშვილს 38 წელი შეუსრულდა და თაყვანისმცემლებს დაბადების დღის ულამაზესი ფოტოები დაუღალავად გაუზიარა. მის ოფიციალურ გვერდზე არ წყდება კეთილი სურვილები და მისალოცი ბარათები. შორენამ Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს უზარმაზარი ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი ვარდების ფონზე.

მეორე ფოტოზე შორენა უამრავი ვარდის და ბუშტის ფონზე დგას. სავარაუდოდ, საჩუქრების ავტორი მისი ახალი პარტნიორი - კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა ბარათელია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გრანდიოზული სიურპრიზი შორენას იუბილარ შვილს ევას გაუკეთა და ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა.

სააგენტო „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მოდელი ე.წ. კანონიერ ქურდზე, თურქეთში მცხოვრებ ლაშა ბარათელზეა შეყვარებული და სწორედ მის გამო დაანგრია ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან ფარულად შექმნილი ოჯახი. სააგენტოს ინფორმაციით, ბარათელი მოდელს ძვირადღირებული საჩუქრებით ნანაძესთან ქორწინების დროსაც ხშირად ანებივრებდა.

მოდელსა და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს. ის რომ მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა, საზოგადოებამ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ბეგაშვილმა იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობა გამოაქვეყნა.