ყვითელი ამბები

„ასეთი ცოლი კია ფითილმოკიდებული ნაღმი...“ – ნეკა დოროყაშვილის თამამი ფოტოები ბათუმიდან

ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელებში გააქტიურდა. ცნობილი ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე შვილთან ერთად ფეშენებელურ სახლში ისვენებს.
Sputnik

ცნობილი სკანდალის შემდეგ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენისგან თავს იკავებდა, არც სოციალურ ქსელში აქტიურობდა. თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ნეკამ გადაწყვიტა ბათუმში დასვენების კადრები გაესაჯაროებინა.

მოდელი შვილთან ერთად ბათუმში, ფეშენებელურ აუზიან სახლში ისვენებს და „ფოლოვერებს“ აქტიურად უზიარებს ბედნიერების მომენტებს. როგორც ჩანს, ზღვაზე დასვენება ძალიან მოსწონს მის მცირეწლოვან შვილს ლუკასს, რომელიც დედის „სთორებში“ აქტუალურია.

2020 წლის 21 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პარალელურად, დაზარალებულთა დაცვის მიზნით, გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2020 წლის 8 ივნისს, ცხრასაათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა გასაჩივრებული ორდერი ძალაში დატოვა. თავად სპორტსმენი სასამართლომ 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხოლო იძალადა თუ არა მან ყოფილ ცოლზე, ამას სასამართლო განხილვა დაადგენს.

ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია PHR იცავს.