ჩიქოვანი: საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება
© Sputnik
„საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად, წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მთავრობის პრეს-სპიკერის განმარტებით, საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ COVID-19-ზე PCR–ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით.