მსოფლიო დღეს

ტრამპმა თავისი გაიტანა: აშშ ჯანმოდან გადის – ცნობილი გახდა თარიღი

პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში პირველი, რასაც ის გააკეთებს, ქვეყანას ორგანიზაციაში დააბრუნებს.
Sputnik

თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად აცნობა გაეროს გენერალურ მდივანს, რომ ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გადის, განაცხადა გენერალური სამდივნოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა.

„შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წლის 6 ივლისს შეერთებულმა შტატებმა აცნობა გენერალურ სამდივნოს... მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ. გადაწყვეტილება ძალაში შევა 2021 წლის 6 ივლისს“, – აღნიშნა დიუჟარიკმა.

მისი თქმით, აშშ ამჟამად ჯანმოს 1948 წლის 21 ივნისის წესდების წევრია. ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ აშშ ჯანმოში შტატების მიერ დაწესებული გარკვეული პირობების საფუძველზე ჩართო, რომლებიც მას ორგანიზაციიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევს.

ტრამპმა ჯანმოს დირექტორს ულტიმატუმი წაუყენა: ვადა - 30 დღე

„აღნიშნული პირობები ერთი წლით ადრე შეტყობინებას და ფინანსური ვალდებულებების დაფარვას მოიაზრებს“, — განმარტა დიუჟარიკმა.

მისი თქმით, ამ დროისათვის გაერო და ჯანმო ამოწმებენ, იცავს თუ არა აშშ ორგანიზაციიდან გასვლის პირობებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობას აღადგენს.

მისი თქმით, ამერიკელები თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ, როცა აშშ გლობალური ჯანდაცვის განმტკიცებაზე მუშაობს.

„ჩვენ ყველაზე მეტს ვიხდით“: ტრამპი მალე გადაწყვეტს „ჩინეთის მარიონეტის“ საკითხს>>

მანამდე დონალდ ტრამპმა ჯანმო ჩინეთის ინტერესების დაცვასა და კორონავირუსის ეპიდემიის დაფარვაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა მაშინვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ, რომელიც ყველაზე მეტს იხდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობაში, მასთან ურთიერთობას წყვეტს.