როდესაც დასვენების გეშინია

კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ისიც, თუ როგორ ხვდებოდნენ ადრე ადამიანები ზაფხულს. ადრინდელი სიხარული და უსაფრთხოების შეგრძნება შიშმა და დაძაბულობამ ჩაანაცვლა.
Sputnik

ახლა ზღვაზე ან მთაში წასვლაც განსხვავებულად ხდება. საქართველოში, COVID-19-ის გავრცელების საშიშროების გამო, მოქმედებს სხვადასხვა წესები და შეზღუდვები. როგორც სხვა ქვეყნების სტატისტიკა გვიჩვენებს, ზაფხულის სიცხე და მზიანი ამინდი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას ხელს არ უშლის.