რიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარე რიონზე მასშტაბური სამაშველო-სამძებრო ოპერაცია ორშაბათს დილის 6 საათის შემდეგ დაიწყო
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ქუთაისში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოების გამო ზაჰესის დამბა გაიხსნება

ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ „112“-ში 6 ივლისს დილით შევიდა.

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო ათ მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს სამი მყვინთავი, ორი გასაბერი ნავი და სპეცტექნიკა, ასევე, სამუშაოებში სპეციალისტები იყენებდნენ დრონსა და ექოლოტს, რომლითაც ხდებოდა ფსკერის სკანირება. მდინარის პირას გახსნილი იყო საველე შტაბიც.

რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით არ საჯაროვდება.