COVID-19 - ბოლო ცნობები

გიყვართ ეგზოტიკურ ბუნებაში დასვენება? კუნძული ბალი ტურისტების მისაღებად ემზადება

ბოლო ცნობებით, კუნძულზე კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1849-ს მიაღწია, გარდაიცვალა 20 პაციენტი.
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ინდონეზიის კუნძული ბალი, რომელიც ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, დამსვენებლების მიღებას სექტემბრიდან გეგმავს, იუწყება გაზეთი Jakarta Post

ზალკალიანი: Wizz Air არსად არ მიდის

გამოცემის ცნობით, ბალის გუბერნატორმა ვაიან კოსტერმა კუნძულზე აქტივობის განახლების სამი ფაზა დაასახელა.

ხელისუფლების ახალი გეგმების თანახმად, უცხოელი ტურისტები პოპულარულ კუნძულზე სტუმრობას 11 სექტემბრიდან შეძლებენ. ამასთან, ადგილობრივი ტურისტებისთვის კუნძული 9 ივლისიდან გაიხსნება.

ბალიზე ტურიზმი მას შემდეგ გაჩერდა, რაც იქ კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო ცნობებით, კუნძულზე კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1849-ს მიაღწია, გარდაიცვალა 20 პაციენტი.