„შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში...“ – შაქარაშვილის დის სკანდალური განცხადება

ორი კვირა გავიდა, რაც 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ელოდება ექსპერტიზის პასუხს, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მისი მეგობრის ვახო ახვლედიანის შეცვლილ ჩვენებას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის და ანა შაქარაშვილი ეხმაურება.

ანი შაქარაშვილი ამბობს, რომ იმ კადრებში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, ერთ ეპიზოდში კარგად ჩანს, როგორ ცდილობს გიორგი შაქარაშვილი ვახოს დაცვას. ეს უკანასკნელი კი თავდაპირველად მიცემულ ჩვენებაში ამბობდა, რომ მასაც და გიორგისაც „გინებით მისდევდნენ“, ახლა კი ამტკიცებს, რომ საცემრად სულაც არ მისდევდნენ.

„თუ მართლა ასე იყო, რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული. ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში. შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია”, – დაწერა შაქარაშვილის დამ.
„გიორგის დედა ცუდად გახდა...“ – შაქარაშვილის ბიძა ოჯახის რეაქციაზე საუბრობს

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ვახო ახვლედიანმა ჩვენება შეცვალა და ახლა ამბობს, რომ თავდამსხმელების მიზანი ფიზიკური ანგარიშსწორება არ ყოფილა.

22 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

18-19 ივნისის ღამით მომხდარ ფაქტებზე აღძრულ საქმეებზე 26 ივნისს 17 პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი – სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულთა შორის არიან ფეხბურთელები, მორაგბეები, მოჭიდავეები. მათგან რამდენიმე თავადაც დაზარალებულად ცნეს.  

შაქარაშვილის დაღუპვის საქმე: პოლიციამ ტრაგიკული წვეულების მასპინძელი გოგონა გამოკითხა

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: სასამართლომ 17-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე გაგრძელდა, სადაც საქმეში თბილისიდან ჩასული ახალი პირები ჩაერთვნენ, რადგან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი გარჩევის ადგილს გაერიდა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა და მყვინთავებმა მდინარეში იპოვეს.