სპორტულ დარბაზებს და საცურაო აუზებს მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ

სპორტული დარბაზების, ღია და დახურული აუზების ფუნქციონირება დღეიდან ნებადართული გახდა, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
Sputnik
სპორტულ დარბაზებს და საცურაო აუზებს მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ
„ისინი საქმიანობას იმ წუთიდან აღადგენენ, როგორც კი ინსპექტირება განხორციელდება. მოთხოვნებს რაც შეეხება, სპორტული დარბაზების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვენტილაციას, ხოლო აუზებს მოეთხოვებათ ბაქტერიოლოგიური კვლევები, რომელიც ყოველდღიურად უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების ექვსეტაპიანი გეგმის თანახმად, ფიტნეს–დარბაზებისა და საცურაო აუზების გახსნა ბოლო ეტაპზე იყო დაგეგმილი.