მსოფლიო დღეს

სხვა კორონავირუსი: უახლოეს წლებში მეცნიერები ახალ დაავადებას ელოდებიან

რამდენად სერიოზული იქნება ვირუსის ახალი აფეთქება და როდის მოხდება ეს, მკვლევარებმა ჯერ კიდევ არ იციან.
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. უახლოეს ათწლეულში სხვა კორონავირუსი გამოჩნდება, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადავა, თუმცა, რამდენად სერიოზული იქნება ახალი საფრთხე, წინასწარ ამის თქმა რთულია, იუწყება გამოცემა The Straits Times სინგაპურელი მეცნიერების დღევანდელ განცხადებაზე დაყრდნობით.

„აბსოლუტურად ზუსტად შეგვიძლია ველოდოთ სხვა კორონავირუსის გავრცელებას“, — განაცხადა სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ახალი ინფექციური დაავადებების ხელმძღანელმა, პროფესორმა ვან ლინფამ.

ამასთან, მან აღიარა, რომ „ზუსტად როდის მოხდება ეს და რამდენად სერიოზული იქნება დაავადება, ჯერჯერობით გაურკვეველია“.

„ბოცვრების ებოლა“: ემუქრება თუ არა ადამიანებს კორონავირუსზე უფრო საშიში ინფექცია

პროფესორის განმარტებით, მეცნიერები სერიოზულად არიან შეშფოთებული იმ ფაქტით, რომ SARS-CoV-2-ს აქვს ადამიანიდან ცხოველზე გადადების უნარი, რაც რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება პირიქითაც მოხდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვან ლინფას ვარაუდს მეტ დამაჯერებლობას სძენს ის ფაქტი, რომ მან ჯერ კიდევ 2013 წელს, MERS-ის (ახლო აღმოსავლური რესპირატორული სინდრომი) გამოვლენისთანავე გააკეთა პროგნოზი, რომ უახლოეს წლებში ახალი ტიპის ვირუსი გავრცელდებოდა, და რომ განსაკუთრებული საფრთხე სამხრეთ ამერიკას შეექმნებოდა.

ბუბონური შავი ჭირი ჩინეთში: ხელისუფლება სპეციალურ რეკომენდაციებს გასცემს>>

შეგახსენებთ, რომ მარტო ბრაზილიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეისათვის 1 623 284 კაცს შეადგენს და ეს ქვეყანა მეორე ადგილზეა (აშშ-ის შემდეგ) ამ კუთხით.