მსოფლიო დღეს

ფეხშიშველა პრეზიდენტი: ქვეყნის ლიდერი შეხვედრაზე წინდების ამარა მივიდა – ვიდეო

პრეზიდენტის თქმით, ის პატივს სცემს დამლაგებლების შრომას და ამიტომაც არჩევს ფეხსაცმელების გარეშე სიარულს.
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ტელეარხ Беларусь 1-თან ინტერვიუზე პრაქტიკულად ფეხშიშველა, წინდების ამარა მივიდა. შესაბამისი ვიდეო ტელეარხმა YouTube-ზე გამოაქვეყნა.

„პატივს ვცემ დამლაგებლების შრომას, ფეხშიშველა დავდივარ“, — განუმარტა ლიფტიდან გამოსულმა ლუკაშენკომ დამხვედრ ჟურნალისტებს.

ირკვევა, რომ აღნიშნული კადრები გადაღებულია სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ჟურნალისტი ალექსეი კრივოშეევი განმარტავს, ბელარუსის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან შეხვედრა ასევე ფეხსაცმლის გარეშე, წინდების ამარამ გაატარა.