ზურაბიშვილი: ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც ჩვენს მომავალს განაპირობებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა.
Sputnik
ზურაბიშვილი: ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც ჩვენს მომავალს განაპირობებს
„მინდა მივულოცო ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს აბარებს ეროვნულ გამოცდებს, და მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია, რადგან პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციაა, მგონია, რომ საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვნახე ყველაფერი ის, რაც მომზადებულია იმისთვის, რომ ამ პირობებში მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე და, მგონი, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ის შემდგომი ცხოვრების საწყისია. ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი – ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს, ყველას მომავალს და, პირველ რიგში, მათ მომავალს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მომავალი დღევანდელი აბიტურიენტების ხელშია.