თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. სურამში 30 წლის ქალი მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
შემთხვევა სურამში გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ბოლო პერიოდში სისტემატურად იღებდა ალკოჰოლს და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მან მძინარე მეუღლეს სამჯერ ესროლა. გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა, რომლებიც შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შსს-ს 2020 წლის ხუთი თვის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ოჯახური ძალადობა ყველაზე გავრცელებულ დანაშაულთა შორის მეორე ადგილზეა.