საქართველოს ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს

აქციის მონაწილეები მთავრობას დანაპირების შესრულებას სთხოვენ - საქართველო გახადონ პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებს მიიღებს
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა ტურიზმის ადმინისტრაციის შენობის წინ გამართეს საპროტესტო აქცია, რომლის ერთადერთი მოთხოვნაა - საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სხვა ქვეყნებთან, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.

საქართველოს ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს

საზღვრების გახსნა და  სხვა ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, რათა ტურისტებმა ჩამოსვლა შეძლონ, მიმდინარე წლის 1 ივლისისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო საზღვრების გახსნა 1 აგვისტოსთვის გადაიდო.

საქართველოს ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს

 „რა თქმა უნდა ჩვენ აღვიქვამთ ყველა რისკებს კორონავირუსის გავრცელების გამო, მაგრამ ხელისუფლებამ სიტყვა მოგვცა, რომ ჩვენ გავხვდებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის. ჩვენ მოვითხოვთ ამ დანაპირების შესრულებას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საქართველოში 15 ივნისს შიდა ტურიზმი აღდგა. ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს წელს საქართველოში დაისვენონ და ამით საქართველოს ტურისტულ სფეროს დაეხმარონ.

საქართველოს ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს

ტურისტული სფერო კორნავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან საქართველოს მთავრობამ მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად მარტში ყველა საზღვარი დაკეტა.