„ჩვენთვისაც უდიდესი სიურპრიზი იყო“ – გიორგი გოგიჩაიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 2019 წლის ივლისში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. თბილისში შარშან გარდაცვლილი ცნობილი ტელეწამყვანის გიორგი გოგიჩაიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნინი გოგიჩაიშვილი ავრცელებს.

ყველა ბნელ დღეს სინათლე მოსდევს, სევდას – სიხარული, მამის დატოვებული სიყვარული კი მარადიულია, წერს ნინი გოგიჩაიშვილი.

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 2019 წლის ივლისში, 51 წლის ასაკში დაიღუპა. ბოლო წლებში მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა.