მსოფლიო დღეს

ათი წელი ერთ საათში: NASA მზის აქტივობის საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს

კოსმოსური კვლევების სააგენტოს მიერ შექმნილ ვიდეოზე, გარდა მზის აქტიურობისა, ასევე ჩანს პლანეტების გავლა მისი დისკოს ფონზე.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. დედამიწის გეოსინქრონულ წრიულ ორბიტაზე 2010 წლის თებერვალში NASA-მ კოსმოსური ობსერვატორია SDO (Solar Dynamics Observatory) გაიყვანა მზის შესასწავლად.

ჯილდო ნებისმიერისთვის: დაეხმარეთ NASA-ს და მიიღეთ 15 ათასი დოლარი

ათი წლის განმავლობაში სადგურმა მზის 425 ფოტო გადაიღო, რომელთა ნაწილით NASA-მ შთამბეჭდავი ვიდეო შექმნა. აღნიშნული ვიდეო მზის ათწლიან აქტიურობას ასახავს. მასში არ არის შესული მხოლოდ 2016 წლის ფოტომასალა, როდესაც სადგურზე გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა.

ამასთან კადრებში დროდადრო მზე თითქოს ცენტრიდან „ხტება“, რაც სადგურზე დაკვირვების მოწყობილობების კალიბრირებასთანაა დაკავშირებული.   

აღინიშნება, რომ SDO ხუთწლიან მუშაობაზე იყო გათვლილი, მაგრამ ის დღემდე განაგრძობს საქმიანობას და დედამიწაზე უკვე აქვს გამოგზავნილი 20 პბ (პეტაბაიტი) მონაცემები.

გარდა მზის აფეთქებების დინამიკისა, ვიდეოზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ მზის დისკოს ფონზე ვენერასა და მერკურის გავლა.