COVID-19 - ბოლო ცნობები

ველოდებით შედეგს: ჯანმო COVID-19-ის რუსული ვაქცინით დაინტერესდა

ორგანიზაციის წარმომადგენელს იმედი აქვს, რომ რუსი მეცნიერები პროგრამა „სოლიდარობის ტესტებთან“ თანამშრომლობას დათანხმდებიან.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაინტერესებულია რუსული ვაქცინით, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ შეიქმნა, განუცხადა РИА Новости-ს ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა სუმია სვამინატანმა.

„ჩვენ კურსში ვართ, რომ მიმდინარეობს [კორონავირუსის] საწინააღმდეგო პრეპარატ ავიფავირის გამოცდები. ტარდება წამლის ორი თუ სამი ტესტი. ასე რომ, ჩვენ შედეგებს ველოდებით. თუმცა, გარდა ამისა, ჩვენ რუსული ვაქცინითაც ვართ დაინტერესებული“, — თქვა სვამინატანმა.

მან იმედი ამოთქვა, რომ რუსი მეცნიერები დათანხმდებიან თანამშრომლობას პროგრამა „სოლიდარობის ტესტებთან“, რომელიც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და ვაქცინების შესახებ მონაცემების გაცვლაზეა ფოკუსირებული.

„რემდესივირის“ ეფექტი: ჯანმო ჯერჯერობით ვერ გასცემს ერთმნიშვნელოვან რეკომენდაციას

ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, ამ დროისათვის რუსეთი პროგრამაში არ მონაწილეობს.

გარდა რუსეთისა, „სოლიდარობის ტესტებში“ ასევე არ არიან ჩართული აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და საფრანგეთი.

მანამდე ცენტრ „ვექტორის“ გენერალურმა დირექტორმა რინატ მაქსიუტოვმა განაცხადა, რომ ცენტრში შემუშავებულმა სამმა ვაქცინამ გამოცდის საწყისი ეტაპი წარმატებით გაიარა. გარდა ამისა, ამ დროისათვის ასევე მიმდინარეობს გამალეის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის გამოცდა.