თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ იდლიანის სიახლოვეს ხანძარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან. ხანძარი მთის ფერდობზეა.
არსებული ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც ხანძარია, ტრანსპორტისთვის მიუვალია და ადგილზე მეხანძრე-მაშველები ტექნიკის გარეშე იმუშავებენ.
ტყეში შეინიშნება დაკვამლიანება და მობილიზებულია სამი ეკიპაჟი, 20-მდე მეხანძრე-მაშველი.