მთვარის კალენდარი: 5 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

5 ივლისი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. სავსემთვარეობაა თხის რქის ნიშანში.

ძალზე მძლავრი ენერგეტიკული დღეა, ერთნაირად იღბლიანი და არახელსაყრელი. წარმატებულია ახალი წამოწყებების, გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის რამე მიზნის მიღწევაში. აქტიური და მიზანსწრაფული ადამიანები თავს კარგად იგრძნობენ.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ენერგეტიკული ნაკადი ძალიან დიდია, ამიტომ გამოიყენეთ ეს დღე მაქსიმალურად.

ძლიერი ენერგია, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს თვენს ზოგად მდგომარეობაზე. მოსალოდნელია მელანქოლია მოგეძალოთ, გამწვავდეს ფობიები. სევდასთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა ფიზიკური დატვირთვა, რადგან სხვა შემთხვევაში დაგროვდება დაუხარჯავი ენერგია, რაც ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

არასასურველია ამ დღეს საკვებით ორგანიზმის გადატვირთვა, ალკოჰოლის მიღება, თვალების დაღლა.

არის ცდუნებები დღე. მოჭარბებული იქნება სექსუალური ენერგია. დასაშვებია ინტიმური ურთიერთობები, მაგრამ ზომიერად.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი

მოერიდეთ ფულის ხარჯვას – ამისთვის არახელსაყრელი დღეა. 6 ივლისიდან მდგომარეობა ამ მხრივ გაუმჯობესდება.

თმის შეჭრა, შეღებვა: სავსე მთვარე თმის ზოგად მდგომარეობაზე ძალიან დადებითად მოქმედებს, შეჭრა თმას ძალასა და სიჯანსაღეს მისცემს, თმა უფრო ძლიერი გახდება და შეჩერდება მისი ცვენა.

კარგი დღეა თმის შეღებვისთვის, განსაკუთრებით ჭაღარის. ასევე ქიმიური დახვევისთვის.

მებაღეობა: სავსემთვარეობაა, ამიტომ ბაღში მუშაობა ძალზე არახელსაყრელია.