საქართველოს პირველმა პირებმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მოულოცეს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამერიკელ ხალხს მათი ეროვნული დღესასწაული ვიდეომიმართვით მიულოცეს
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, რომელიც ყოველწლიურად 4 ივნისს აღინიშნება.

აშშ-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი გამოიყვანა ანგარიდან - ვიდეოკადრები >>

„ეს დღე არის მატარებელი იმ ღირებულებების, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ერი. ეს ღირებულებები მთელმა მსოფლიომ იცის – თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ეს ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში დამოუკიდებლობის შემდგომ, რომლითაც მივდივართ ჩვენი განვითარების გზაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა თავის ვიდეომიმართვაში.

„გასაკეთებელია დაუყოვნებლივ“: რის გამო დასჯის აშშ რუსეთს

მან ასევე გამოყო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის როლი და შტატების ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიდეომილოცვა გამოაქვეყნა ასევე პრემიერმა გიორგი გახარიამა. მანაც მადლობა გადაუხადა აშშ-ს ქვეყნის განვითარების პროცესში გაწეული დახმარებისთვის.

საქართველომ და აშშ-მა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ყველაზე აქტიური ის გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს საპარტნიორო კავშირების და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის და კულტურის სფეროებში.