როდესაც ზღვა ხმელეთი იყო: ავსტრალიაში ზღვის ფსკერზე უძველესი ადამიანის კვალი აღმოაჩინეს

Sputnik

ზღვის დონის აწევამ ავსტრალიის კონტინენტურ შელფზე 2,12 მილიონი კვადრატული კილომეტრი ხმელეთი დაფარა. თუმცა მანამდე ამ მიწებზე უძველესი ადამიანები ცხოვრობდნენ, იუწყება გამოცემა Science Alert.

ოთხი წლის განმავლობაში ავსტრალიელი არქეოლოგების ჯგუფი ტერიტორიის წყლით დაფარვას იკვლევდა. მათ შეისწავლეს ხმელეთზე განთავსებული სანავიგაციო რუკები, გეოლოგიური რუკები და არქეოლოგიური ძეგლები, რათა განესაზღვრათ პერსპექტიული მონაკვეთები, შემდეგ ლაზერული სკანერებისა და ჰიდროლოკატორების საშუალებით შეისწავლეს ზღვის ფსკერი.

ამ ყველაფრის შედეგად დამპირის არქიპელაგზე ორი წყალქვეშა ობიექტის აღმოჩენა მოხერხდა. პირველი ბრიუგერის კონცხზეა განთავსებული, 2,4 მეტრის სირღმეზე. მეცნიერებმა აქ ასობით არტეფაქტი შენიშნეს, მათ შორის აბორიგენების სალესი ქვები. მეორე მონაკვეთზე ოდესღაც მტკნარი წყლის წყარო იყო. ახლა მისი ნარჩენები 14 მეტრის სიღრმეშია ჩაფლული. გარშემო შემორჩენილია ადამიანის საქმიანობის კვალი, კერძოდ, ქვის საჭრელი ინსტრუმენტები.

1 / 8
ავსტრალიაში ფლინდერსის უნივერსიტეტისა ჯეიმს კუკის უნივერსიტეტების მკვლევარებმა ათობით ათასი წლის წინანდელი წყალქვეშა არტეფაქტები აღმოაჩინეს, როდესაც ზღვის ადგილზე ჯერ კიდევ ხმელეთი იყო
2 / 8
კონტინენტურ შელფზე მდებარე აბორიგენული არტეფაქტები ავსტრალიის ჩრდილო–დასავლეთში მდებარე უძველესი კულტურული ლანდშაფტების შესახებ მეტყველებს
3 / 8
ავსტრალიელმა არქეოლოგები ჩაძირებულ ტერიტორიებს ოთხი წლის განმავლობაში იკვლევდნენ
4 / 8
რის შედეგადაც დამპირის არქიპელაგზე ორი წყალქვეშა ობიექტი აღმოაჩინეს
5 / 8
პირველი ობიექტი განთავსებულია ბრიუგერის კონცხზე 2,4 მეტრის სირღმეზე. მეცნიერებმა აქ ასობით არტეფაქტი იპოვეს, მათ შორის აბორიგენების სალესი ქვები
6 / 8
მეორე ობიექტზე ოდესღაც მტკნარი წყლის წყარო მდებარეობდა. ახლა მისი ნარჩენები ზღვაში 14 მეტრის სირღმეზეა
7 / 8
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ არქეოლოგიური ძეგლები ზღვის ფსკერზე ათასობით წელია ხელუხლებელია
8 / 8
ამასთან, ისინი განადგურების რისკის ქვეშ არიან ეროზიისა და იქვე არსებული ნავთობისა და გაზის დანადგარების, ნარჩენების გადაყრისა და თევზაობის გამო