ქართული პროვანსი: ლავანდების საოცარი მინდორი კახეთში - ფოტო

Sputnik

წელს კახეთის ლავანდების მინდორს ასობით ადამიანი ესტუმრა. თუმცა ახლა ამ ადგილის მფლობელებმა სოცქსელებში დაწერეს, რომ პლანტაცია 2021 წლამდე დაკეტილია.

ეს პლანტაცია თანამედრო საქართველოს ისტორიაში პირველია. ეს ნამდვილი იისფერი ზღვაა, სადაც ლავანდების მათრობელა სურნელი დგას.

ფარმაკოლოგები და პარფიუმერები ლავანდას სასიამოვნო არომატისა და დამამშვიდებელი და სამკურნალო თვისებების გამო აფასებენ. ტურისტებს კი ლავანდები მისი სილამაზის გამო უყვართ.

პლანტაციის სტუმრები აქ ნამდვილ ფოტოსესიებს მართავენ და თაიგულებსაც აგროვებენ. ამ ადგილს „ქართული პროვანსიც“ უწოდეს. საქმე ისაა, რომ საფრანგეთის პროვანსის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი სწორედ ლავანდების უზარმაზარი მინდორია.

1 / 13
საქართველოში ლავანდების პირველი მინდორი კახეთში მდებარეობს
2 / 13
ამ ადგილს ქართულ პროვანსს უწოდებენ
3 / 13
ეს ლამაზი და საოცარი ადგილი სიღნაღიდან ოთხ კილომეტრში მდებარეობს
4 / 13
აქ თავიდან მხოლოდ ლავანდების თაიგულის შეძენა შეიძლებოდა
5 / 13
თუმცა შემდეგ ეს ადგილი ძალიან მოეწონათ ფოტოგრაფებსა და მხატვრებს
6 / 13
მალე აქ მომსვლელების მსუვრელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა
7 / 13
ახლა ლავანდების მინდორში შესვლა ფასიანია
8 / 13
საოცარ ფონზე ყველა სტუმარი იღებს სურათებს
9 / 13
გარშემო ხომ ასეთი სილამაზეა
10 / 13
მინდვრის მფლობელები თავდაპირველად არც კი ფიქრობდნენ, რომ ველი ასეთი პოპულარული გახდებოდა
11 / 13
თუმცა ამას უარყოფითი მხარეც აქვს - ყველა სტუმარი სიფრთხილით არ გამოირჩევა, რასაც ყვავილების დაზიანება მოყვება
12 / 13
პლანტაციის მფლობელები სტუმრებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
13 / 13
ახლა ლავანდების ველი უკვე დაკეტილია 2021 წლამდე. ახალ სეზონზე სტუმრების მიღება კვლავ განახლდება