კასპში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს

გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში პარასკევს ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ჩვილი 5 ათას დოლარად: როგორია ახალშობილთა გაყიდვის სქემა საქართველოში

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სახლში 2 ივლისს იმშობიარა, ახალშობილი კი საპირფარეშოში დატოვა. მას მშობიარობის შედეგად სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმებმა კი სამართალდამცველებს შეატყობინეს.

ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ქალსაც. მას ერთი შვილი ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.