მსოფლიო დღეს

მაიამიში კომენდანტის საათი გამოცხადდა: ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდს ხსნის

ფლორიდის შტატის უმსხვილეს ოლქში კომენდანტის საათი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 ათასზე მეტი კაცი შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ქალაქ მაიამიში კომენდანტის საათი დაწესდა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, განაცხადა ფლორიდის უმსხვილესი ოლქის მერმა დეიდ კარლოს ჰიმენესმა.

„მე ვიღებ დამატებით ზომებს, რათა COVID-19-ის გავრცელება გაკონტროლდეს. წესდება ღამის საკომენდანტო საათი 22:00 საათიდან 06:00 საათამდე — მაიამი დეიდის მთელ ოლქში“, — წერს ჰიმენესი თავის Twitter-აკაუნტზე.

ოლქის მერის თქმით, გასართობი დაწესებულები, მათ შორის კაზინოები და თეატრები, ჯერჯერობით არ გაიხსნება.

​გავრცელებული ინფორმაციით, ხუთშაბათს ფლორიდაში COVID-19-ით დაავადების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა — ერთი დღე-ღამის განმავლობაში 10 109 კაცი დაინფიცირდა.

აღსანიშნავია, რომ ივნისში აშშ-ის შტატების ნახევარზე მეტში მკვეთრად მოიმატა COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ მასობრივი პროტესტებისა და ასევე შეზღუდვების მოხსნის გამო.

ამ დროისათვის მთელ რიგ შტატებში, მათ შორის მოსახლეობის მიხედვით ყველაზე მსხვილ ტეხასსა და ფლორიდაში, ეკონომიკის „გახსნის“ ზომები შეჩერებულია.