გახარია: საქართველოს მთავრობა ევროპიდან მოქალაქეების გამოყვანას გააგრძელებს

საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ემიგრანტების ევროპიდან გამოყვანა 6 ივლისიდან გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
Sputnik
გახარია: საქართველოს მთავრობა ევროპიდან მოქალაქეების გამოყვანას გააგრძელებს
„ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ევროპიდან ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამით რეისების მიმართულება ბევრად უფრო ფართო იქნება. ორშაბათს გვექნება კონკრეტული სია – რომელი დედაქალაქიდან, რომელი ქვეყნიდან რა სიხშირით და რა რიცხვში დაინიშნება შეღავათიანი რეისები, რომელზეც ჩვენს მოქალაქეებს, ემიგრანტებს ბილეთში გადასახდელი ექნებათ არა ის კატასტროფული ციფრები, რომელსაც დღეს ასახელებენ, არამედ არ დასჭირდებათ 200 ევროზე მეტი“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამშობლოში 13 ათასზე მეტი თანამემამულე დააბრუნა.