ყვითელი ამბები

„საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში“ – ევა ბარბაქაძემ გამაოგნებელი საჩუქარი მიიღო – ფოტო

ცნობილი ტელეწამყვანისა და მოდელის შორენა ბეგაშვილის ერთადერთი შვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს. გოგონა ემოციებს ვერ მალავს. ძვირადღირებული საჩუქარი, როგორც ჩანს, მან შორენას ახალი შეყვარებულისგან მიიღო.
Sputnik

შორენა ბეგაშვილის გოგონამ საოცარი საჩუქარი – ძვირადღირებული „აუდის“ მარკის ავტომობილი მიიღო. გოგონამ და დედამ „ინსტაგრამზე“ ერთდროულად დადეს ფოტოები. ევამ ფოტოებს დააწერა „ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში“, ხოლო შორენამ – „საუკეთესო საჩუქარი ჩემს ევას შენგან“.

როგორც ჩანს, საჩუქრის ავტორი შორენა ბეგაშვილის ახალი პარტნიორია. შორენამ ფოტოზე მისი ინიციალი „ლ“ მონიშნა. ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შორენა ბეგაშვილი კრიმინალურ ავტორიტეტზე ლაშა ბარათელზეა შეყვარებული, რომელიც თურქეთში ცხოვრობს, და სწორედ მის გამო დაანგრია ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან შექმნილი ოჯახი. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ბარათელი შორენას ირაკლი ნანაძესთან ყოფნის დროსაც ანებივრებდა ძვირადღირებული საჩუქრებით.

შორენას და ევას განსაკუთრებული დედაშვილობა აკავშირებთ. მთელი საქართველო შეძრა ევას ტრაგიკულმა ისტორიამ, რომლის გამო შორენას ქონების დიდი ნაწილის გაყიდვა მოუწია. შეგახსენებთ, ულამაზესმა ევამ ხერხემალზე 17 ოპერაცია გადაიტანა. მის შემთხვევას სასწაული უწოდეს თურქმა ექიმებმა, რომლებმაც ის ფეხზე დიდი ძალისხმევის შედეგად დააყენეს.

შორენა ბეგაშვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. ახლა მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდში ერთმანეთს სულ უფრო ხშირად ადარებენ.