თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ტელეარხი RT აამოქმედებს უფასო მედიასკოლას RT–Регион, სადაც ჟურნალისტებსა და ბლოგერებს სხვადასხვა რეგიონებიდან შეასწავლიან უნიკალური კონტენტის შექმნას, ასევე იმას, თუ როგორ აიყვანონ რეგიონული ახალი ამბები ფედერალურ დონეზე, ნათქვამია ტელეარხის ვებ-გვერდზე.
„მედიასკოლა RT–Регион-ის მსმენელები ისწავლიან უჩვეულო სიუჟეტის გადაღებას, ვირუსული რგოლის მონტაჟს, უნიკალური კონტენტის შექმნას სოციალური ქსელებისთვის. ცნობილი ჟურნალისტები და მედიამენეჯერები მონაწილეებთან განიხილავენ მუშაობის იურიდიულ ასპექტებს და პროფესიის ფსიქოლოგიას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტელეარხის მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის თქმით, მსმენელებს არ დასჭირდებათ სადმე წასვლა, ჟურნალისტები თავად ჩავლენ ადგილებზე და უამბობენ, რა ისწავლეს RT-ზე.
2016 წლიდან ტელეარხმა გახსნა სკოლა მოსკოვში დამწყები ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის. 2020 წლის იანვარში RT-ს ონლაინ-სკოლა – საავტორო ტრენინგები და ვებინარები გახდა ხელმისაწვდომი მსმენელებისთვის მთელი მსოფლიოდან. სკოლის გახსნის მომენტიდან მასში დასწრებული და დაუსწრებელი სწავლება უკვე 20 ქვეყნიდან 500-მა ადამიანმა გაიარა. კურსდამთავრებულთა ნაწილი RT-ს გუნდს შეუერთდა.