მსოფლიო დღეს

საფრთხე 20 მლნ ადამიანისთვის: ჩინეთში უდიდესი კაშხალი შეიძლება გაირღვეს – ვრცელდება ვიდეო

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კაშხალს, რომელიც ჩინეთში მდებარეობს, ნგრევის საფრთხე შეექმნა, რაც 20 მლნ ადამიანს საშინელი ტრაგედიით ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროელექტროსადგური, ჩინეთის კაშხალი „სამი ხეობა“ შესაძლოა გაირღვეს ძლიერი დატბორვების გამო, ნათქვამია ვიდეორგოლში, რომელიც Youtube-არხზე გამოაქვეყნა Current Event Updated-მა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში უკვე დაახლოებით ერთი თვეა, გადაუღებლად წვიმს. პროვინცია ჰუბეის ქალაქ იჩანში, რომლის მახლობლადაც მდებარეობს კაშხალი, 29 ივნისს წყლის ავარიული დაღვრა მოხდა, რა დროსაც წყალსაცავში 40 ათასი კუბური მეტრი წყალი შევარდა.

ამ დროისათვის ჰიდროელექტროსადგური მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს. ხელისუფლებამ კაშხალზე წვდომა შეზღუდა.

ამასთან, სინოპტიკოსები კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ, რის შედეგადაც კაშხალი შესაძლოა დაიტბოროს. კონსტრუქციის გარღვევის შემთხვევაში დაახლოებით 20 მლნ ადამიანი საფრთხეში აღმოჩნდება. ამასთან განადგურდება სახნავ-სათესი სავარგულების 60%.