COVID-19 - ბოლო ცნობები

თუ შვეიცარიაში მოგზაურობა გსურთ: 20 ივლისიდან საზღვარი „ღიაა“

შვეიცარია 20 ივლისიდან ევროკავშირის იმ ქვეყნებს შეუერთდება, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნიან.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს 20 ივლისიდან გააუქმებს, აღიშნული ინფორმაცია schengenvisainfo-ზეა გამოქვეყნებული. გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1 ივლისს მიიღო. 

ევროპის მიმართულებით ყველა ავიარეისი და ბილეთის გაყიდვა შეთანხმდება – თურნავა

შეზღუდვების გაუქმება შეეხება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს: კანადას, ავსტალიას, ახალ ზელანდიას, რუანდას, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ალჟირს, ტუნისს, მაროკოს, ტაილანდს, ურუგვაის, ბულგარეთს, ირლანდიას, ხორვატიას, რუმინეთსა და კვიპროსს.

შვეიცარიის ხელისუფლებამ ამ ეტაპზე ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა სებეთის, მონტენეგროსა და ჩინეთის მოქალაქეებს.

მანამდე ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომელთათვისაც 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოსა და რამდენიმე მესამე ქვეყნისთვის საკუთარი საზღვრების გახსნის შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა და ლატვიამ.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მხოლოდ 30 სექტემბრიდან აუქმებს. ამის შესახებ იუწყება საქართველოს საელჩო ვენაში.

საქართველომ, თავის მხრივ, კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე 1 ივლისიდან გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვითაა განპირობებული.