COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს მოქალაქეებს შვედეთმა საზღვრები გაუხსნა

შვედეთის მთავრობამ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გადაწყვიტა. ამ ჩამონათვალში საქართველოც შევიდა
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები შვედეთში მოგზაურობას 4 ივლისიდან შეძლებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შვედეთის მთავრობამ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე განაცხადა.

ევროკავშირი საქართველოსთვის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შვედეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სიაში შემდეგი ქვეყნები შევიდნენ: ალჟირი, ავსტრალია, საქართველო, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ევროკავშირმა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა. ერთადერთი გამონაკლისია ჩინეთი, რომელიც შვედეთმა თავის სიაში არ შეიყვანა.

შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სიაში შესული ქვეყნის მოქალაქეებს შვედეთში მოგზაურობა ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულად შეუძლიათ.

შვედეთს უცხოელი სტუმრებისთვის საკარანტინო ზომები დაწესებული არ აქვს, თუმცა ყველა უნდა დაემორჩილოს კორონავირუსის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გზამკვლევს, რომელიც გულისხმობს სოციალურ დისტანციას და დროის დატვირთული მონაკვეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უარის თქმას.

ესპანეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

20 ივლისიდან შვეიცარიაც აუქმებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს.

მანამდე ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომელთათვისაც 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოსა და რამდენიმე მესამე ქვეყნისთვის საკუთარი საზღვრების გახსნის შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს შვეიცარიამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა და ლატვიამ.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მხოლოდ 30 სექტემბრიდან აუქმებს. ამის შესახებ იუწყება საქართველოს საელჩო ვენაში.

საფრანგეთი საქართველოდან ვიზიტორების მისაღებად მზადაა >>

საქართველომ, თავის მხრივ, კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე 1 ივლისიდან გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვითაა განპირობებული.