ცნობილი გახდა რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ კენჭისყრის საბოლოო შედეგები

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის აქტივობამ ამომრჩეველთა 64,99% შეადგინა.
Sputnik

 თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმა ქვეყნის ამომრჩევლების 77,92%-მა მისცა.

აღნიშნული მაჩვენებელი ბიულეტენების 100%-ის დამუშავების შემდეგაა მიღებული.  

რუსეთის პრეზიდენტმა მოსახლებას რეფერენდუმში მონაწილეობისკენ მოუწოდა

ირკვევა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ წავიდა ამომრჩევლების 21.27%.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ საყოველთაო კენჭისყრა რუსეთში 22 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ის კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რეფერენდუმი 1 ივლისისთვის დანიშნა.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს ახალ მოთხოვნებს როგორც პრეზიდენტის, ისე მთავრობის წევრებისა და სახელმწიფოს სხვადასხვა დონის ჩინოვნიკების მიმართ.

ცვლილებები ძალაში რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შევა.