თურნავა: „აირზენას“ მოვუწოდებ, შეწყვიტოს შეუთანხმებელი ქმედებები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ავიაკომპანია „აირზენაზე“ საუბრობს.
Sputnik
თურნავა: „აირზენას“ მოვუწოდებ, შეწყვიტოს შეუთანხმებელი ქმედებები
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აირზენა“ ყიდის ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთს ისე, რომ ეს ჩვენთან არ არის შეთანხმებული და ჩვენს საიტზე არსებულ რეისებში არ ფიგურირებს ეს მიმართულებები. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან არასწორი ქმედება, რადგან მერე ადამიანები საკმაოდ რთულ ვითარებაში ვარდებიან, როდესაც ბილეთებს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს“, – ამბობს ნათია თურნავა.

მინისტრმა ავიაკომპანიას მოუწოდა, შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები. მან ასევე მოქალაქეებს მიმართა, იხელმძღვანელონ ავიარეისების მხოლოდ იმ ჩამონათვალით, რაც ეკონომიკის სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული.